“მაესტროს” შენობაში დაცვა გაძლიერდა

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში დაცვაა გაძლიერებული. შენობას კერძო დაცვის სამსახურის “მაგისტრის” თანამშრომლები იცავენ. ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორის და აღნიშნული შენობის მფლობელის მინდობილი პირის, ბაია გადაბაძის განცხადებით, დაცვა იმისთვის გაძლიერდა, რომ მოხდეს ნებისმიერი ექსცესის თავიდან აცილება.

“შესაძლოა პატრულის გამოძახებაც გახდეს საჭირო. მე, კანონის ფარგლებიდან არ გავალ. თუ სხვა ვინმე პროვოკაციის სახით გააკეთებს ამას, ეს იქნება მეორე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, მზად არის ლევან გაჩეჩილაძეს პირდაპირ ეთერში ესაუბროს.

“ლევან გაჩეჩილაძე თუ მოვა აქ სასაუბროდ, თქვენთან და მთელ საქართველოსთან ერთად შემიძლია ვესაუბრო პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ამ შენობის მფლობელის მინდობილი პირი ვარ და აქ “მაესტროს” თანამშრომლები და ყველა სხვა ადამიანი შემოდის ჩემი ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის მართვას ვერ შეძლებს”, – განაცხადა გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა ფონდი „Salve“ დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა