“მაესტროს” ხელმძღვანელობა ხვალ სკანდალურ ინფორმაციას გაახმაურებს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

მაესტროს ხელმძღვანელობა ხვალ სკანდალური ინფორმაციის გახმაურებას აპირებს. ლოგოსა და ტელეკომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით მორიგი განმარტებები ბაია გადაბაძემ და ბაჩო კიკაბიძემ გააკეთეს. ისინი ამ წუთებში ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან. რამდენიმე საათში კი თბილისში არხის ერთ-ერთ მეწილეს მაკა ასათიანს ელოდებიან.

“მაკა ასათიანი ჩამოდის იმისთვის, რომ ზუსტად ამ დეტალებზე დავილაპარაკოთ. ის აპირებს რომ შეხვდეს მაესტროს თანამშრომლებს, ჩვენი განცხადებები იქნება ერთობლივი თუ ცალ-ცალკე ამას დავგეგმავთ მაკას ჩამოსვლის შემდეგ. დაადასტურებს იმ ეჭვს, რომ ქველმოქმედების შედეგად არ არის ნაყიდი წილი მაესტროში,“ – განაცხადა მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მას შ.პ.ს მაეტროსგან მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ პასუხი ჯერ არ მიუღია.

“მაესტროს სახელთან დაკავშირებით რაც მე მივწერე წერილი შ.პ.ს. სტუდია მაესტროს ამაზე ჯერჯერობით არ მომსვლია პასუხი, ტელევიზორში იყო კომენტარები მაგრამ არ გვისაუბრია სხვა მეტი არფერზე. რაც შეეხება მაესტრო 24-ის გასვლას, ესე ვთქვათ არასწორი სიტყვებით, რომ მოიხსენიებენ TV 11-ის სიხშირეზე, ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, საიტზე ნახავთ რომ ეს სახელი არის ჩემი, აქედან გამომდინარე მაქვს ყევლანაირი უფლება და მივმართე, რომ შეწყვიტოს მაუწყებლობა,“- აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩუღურეთის გამგეობიდან თანამშრომლის უმიზეზოდ გათავისუფლებას გამგებელი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაცრუ განგაშის გამო კიევი-თბილისის რეისი გადაიდო