“მაესტროს” გენერალური დირექტორ განცხადებას ავრცელებს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

,,მაესტროს” გენერალური დირექტორს ბაია გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია, თუ ტელეკომპანიის რომელი დამფუძვნებელი გეგმავს წილის გაყიდვას. ამის შესახებ ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს სისტემატურად ქონდათ შემოთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა. დღეის მონაცემებით მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას.

დამფუძნებლებს შორის არსებული წილების ბალანსი დღემდე იყო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია, რისი საუკეთესო ილუსტრაციაც არის „მაესტროს“ ფუნქციონირება ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამ ბალანსის ნებისმიერი დარღვევა ტელევიზიის თანამშრომლების მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი უმთავრესი ღირებულების – დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე და ჩაითვლება ტელეკომპანიის საქმიანობის გაკონტროლების მცდელობად. ასეთ შემთხვევაში, ტელეკომპანია, ჟურნალისტები და პირადად მე გავაკეთებთ ყველაფერს „მაესტროს“ დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს ამის დიდი გამოცდილება აქვს“, – წერს ბაია გადაბაძე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის 55%-ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდება, რომლის პარტნიორიც ამ გარიგებაში პატარკაციშვილების ქონების და აქტივების მმართველი ირაკლი რუხაძეა.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბუნებრივი აირის კომერციულ ბაზარი დერეგულირებულია, სახელმწიფო არ ერევა