”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი ზურაბ ნაყეურისადმი გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი შპს ”სტუდის მაესტროს” გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურისადმი გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს. წერილში გიორგი ისაკაძე მისი ანაზღაურების 8000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

წერილს ”თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
”ბატონო ზურაბ, მოგახსენებთ, რომ 2014 წელს თქვენს წინამორბედთან და კომპანიის დამფუძნებლებთან (მაკა ასათიანის მხარე) მქონდა ზეპირი მოლაპარაკება-შეთანხმება, რომ მას შემდეგ, რაც პირადად გავუძღვებოდი ეთერში(გადაცემის წამყვანი) ახალ ბიზნესგადაცემას პარასკევს, დამოუკიდებელი პროექტის ”ანალიტიკას” სახით, მოხდებოდა ჩემი ანაზღაურების(დღეის მდგომარეობით 5000 ლარი ხელზე) გადახედვა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით ჩამოყალიბებული ან შეთანხმებული კონკრეტულ თანხაზე ანაზღაურებისთვის.

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე გაცნობებთ ჩემს პოზიციას აღნიშნულ თემაზე:
გთხოვთ, განვლილი საანგარიშო პერიოდი(სახელფასი სარგო), ანუ მას შემდეგ, რაც ეთერში ვარ (2014 წლის 2 ოქტომბერი) ვიდრე დღემდე დააკორექტიროთ თვეში 3000(ნეტ) ლარის დამატების უზრუნველყოფით.
შესაბამისად, პირადად ჩემი ანაზღაურება, როგორც პროექტების ავტორის, მენეჯერის და წამყვანის დაკორექტირდეს 8000 ლარზე.
გთხოვთ, მოახდინოთ სხვაობის ანაზღაურება. ოქტომბრიდან მოყოლებული, გარდა შეთანხმებული პროექტის წამყვანობისა(ბიზნესკონტაქტი, ”ანალიტიკა”), ასევე ვუძღვები პარასკევის ”საქმიანი დილას” ეთერს.
ვსარგებლობ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, თუ ჩვენს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება აუტსორსის პრინციპით საქმიან თანამშრომლობაზე ჩემს საავტორო გადაცემებთან დაკავშირებით, მზად ვარ შემდგომი მოხსენებითი ბარათით მოგმართოთ ინფორმაციის მიღების და საქმიანი სტატუსის დადასტურებისთანავე”, – ნათქვამია გიორგი ისაკაძის წერილში, რომელიც 5 მაისითაა დათარიღებული.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპის წინააღმდეგ სანდერსთან გაერთიანება ისურვა
შემდეგი სტატიაესპანეთსი ტურისტებს რეზინის ქალების გამო დააჯარიმებენ