მადრიდში კორიდას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

31რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ესპანეთის ქალაქ მადრიდში ხარებთან ბრძოლის აკრძალვის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით “კორიდა სისასტიკის სკოლაა” და “კორიდა ეროვნული სირცხვილია”.
რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კორიდას მომხრეები ქვეყანაში მცირდება.
მიუხედავად ამისა, ყოველწლიური სანახაობა ბევრ მაყურებელს იზიდავს. ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა კორიდას რიცხვი, მაგრამ ყოველ წელს ხარებთან 2000 ბრძოლა მაინც იმართება.

კორიდას ფანატები ამტკიცებენ, რომ ის ეროვნული ტრადიციის ნაწილია, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო ესპანეთში. მათ, ვინც კორიდას აკრძალვის წინააღდეგია, პრემიერ-მინისტრიც უჭერს მხარს.
კორიდა პირველად სრულიად აიკრძალა კანარის კუნძულებზე, 2010 წელს კი – კატალონიაში.
მადრიდში ხარებთან ბრძოლა ისევ ტარდება, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ტორეადორების სკოლის დაფინანსება შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა
შემდეგი სტატიასააკაშვილის უარი აფთიაქარს და ივანიშვილ-ბურჭულაძე-მაშკევიჩის 10 მილიონიანი გარიგება