„მადლობას ვუხდი მსჯავრდებულებს, მედიას, თანამშრომლებს“ – კახიშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 11:58

„მადლობას ვუხდი მსჯავრდებულებს, მედიას, თანამშრომლებს“ – კახიშვილი

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი წარადგინა.

კახიშვილმა საზოგადოებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.

მადლობას ვუხდი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.

მადლობა მინდა გადავუხადო მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.

დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში.

და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის” – წერს კახი კახიშვილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 11:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics