მადლიერნი ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საფრანგეთის მხარდაჭერისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისის ეროვნული კონსერვატორიაში გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს მხარდაჭერისთვის.

ვიცეპრემიერმა ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ავსტრიის მხრიდან გაწეულ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისკენაა მიმართული.

“ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ასევე მადლიერნი ვართ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე “ფრანს 24”-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა
შემდეგი სტატიაავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა