“მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა?” – ბესელია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა? – აცხადებს ეკა ბესელია და ამბობს, რომ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია.
“იმ პოლიტიკურ პარტიებს მინდა ვუპასუხო, ვინც მთავრობის გადადგომის მოთხოვნებს აყენებს, მათ რა ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს? რომელ არჩევნებში მიიღეს მოსახლეობის ის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა გადაძალოს ამომრჩევლის ის ხმები, რომელიც ბოლო არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო? მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა? მათი მოთხოვნები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ პოლიტიკოსებმა მოთხოვნის გაჟღერებამდე კონსტიტუციას უნდა ჩახედონ და იქ წაიკითხავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომელსაც ეკრძალება ეს უფლება თუ მისი უფლებამოსილების განხორციელებამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიტოჩინოშინი საქართველოშია
შემდეგი სტატიაგაფიცულ მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხვდებიან