ნიკა მაჭუტაძე ტელეკომპანია იმედს კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნეირებათა სპეციალისტი ნიკა მაჭუტიძე“ძვირფასო მეგობრებო, მინდა გავაკეთო ერთი განმარტება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის მსვლელობისას, მომიწია არაერთი კომენტარის გაკეთება მედიისთვის.
თემა კვლავ შეეხებოდა პრეზიდენტისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე ვიყავი კომისიის წევრთაგან თითქმის ერთადერთი, რომელიც იცავდა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ხელშეუვალობას. ვიცავდი პირდაპირ საარჩევნო მოდელს.
ტელეკომპანია “იმედის” მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ ჩემი განცხადება დაჭრა ისე, რომ გამოდის, თითქოს, მე ვაკრიტიკებ პრეზიდენტ მარგველაშვილს და პოზიტიურად ვაფასებ საკონსტიტუციო უმრავლესობას. თითქოს, მე ვხედავ უხერხულობას პრეზიდენტის განცხადებაში, სამაგიეროდ მხარს ვუჭერ მმართველი გუნდის დღეს გაცხადებულ პოზიციას.
ეს არის ტყუილი! ტყუილი და ტექნიკური პროპაგანდისტული ფარსი.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებად, მათ შორის, პირად გამარჯვებად, მიღწევად მიმაჩნია მმართველი უმრავლესობის იძულება 2023 წლამდე საარჩევნო მოდელის უცვლელობის დათქმის შესახებ, ვთვლი, რომ პრეზიდენტის საარჩევნო მოდელს არ უნდა შევეხოთ არასდროს. ისევე, როგორც მის უფლება-მოსილებას.
ჩემი კომენტარი, რაც ტვ. “იმედის” 20:00 საათიან “ქრონიკაში” გაუშვეს, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, უხეში ბმებით გაკეთებული სიცრუე, რაც გულისხმობს არასწორი, არარსებული პოზიციის გავრცელებას.
ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა პრეზიდენტის ინსტიტუტს, მიუხედავად პრეზიდენტის რომელიმე განცხადებისა. ვემიჯნები იმ ყოვლად არასერიოზულ განცხადებას, რომელიც გაკეთდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომელიც შეიცავდა მუქარის ნიშნებს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო წმინდა კონსტიტუციურ ეთიკასთან-წერს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარედ ნიკა მაჭუტაძე.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინა უბრალოდ მის ფულს იბრუნებს
შემდეგი სტატიარატომ დააკავეს ბიზნესმენი გელა ბარკალაია?