ლვოვის სასამართლო ხატია დეკანოიძისთვის სასჯელის დაკისრებას ითხოვს

ქ. ლვოვის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალდებულია უკრაინის შსს, რათა მან დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც თავისი ოფიციალური მოვალებების შესრულებისას არ იყენებს უკრაინის სახელმწიფო ენას – უკრაინულს.
სარჩელი სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით ლვოვის უნივერსიტეტის ლექტორმა სვიატოსლავ ლიტინსკიმ შეიტანა. იგი განმარტავს, რომ ადრე ანალოგიური მოთხოვნით მან შსს-საც მიმართა, თუმცა, მისგან პასუხი ვერ მიიღო.

„ქალბატონი ხატია დეკანოიძე უკვე სამი წელია რაც უკრაინაში იმყოფება და საჯარო სამსახურშია. მას თავისუფლად შეეძლო ესწავლა უკრაინული, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად, 6 თვეში სწავლობს ენას. დეკანოიძე უკრაინის კონსტიტუციის 10-ე მუხლს არღვევს,“ აცხადებს სარჩელის ავტორი.

ლიტინსკი ცნობილია ამ ხასიათის სარჩელებით, ადრე მან უჩივლა მინისტრ ავაკოვს, რომელმაც სხდომაზე რუსულ ენაზე გააკეთა მოხსენება, აგრეთვე მოგებული აქვს ანალოგიური პროცესები „სამსუნგის“, „პრივატ ბანკისა“ და სხვა ფირმების წინააღმდეგ.

ხატია დეკანოიძეს 10 დღე აქვს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი დირექტორი ჰყავს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე : “ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან”