ლუკაშენკომ სტივენ სიგალს სტაფილო გაუწმინდა (ვიდეო)

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სტუმარია მის ქალაქგარეთ რეზიდენციაში – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მსახიობი მინსკში კომპანია Wargaming-თან შესახვედრად ჩაფრინდა – კომპანიას ეკუთვნის ცნობილი თამაში World of Tanks. მოლაპარაკებების შემდეგ ის ლუკაშენკოს ეწვია ქალაქგარეთ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ჰოლივუდელს მსახიობს საკუთარი წიგნი აჩუქა. მსახიობმა თქვა, რომ მას ბელორუსული ფესვები აქვს.
საუზმემდე ქვეყნის პრეზიდენტმა სიგალთან ერთად გაისეირნა და მას საკუთარი ხელებით გაწმენდილი სტაფილო შესთავაზა. “ჭამე, ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა” – უთხრა ლუკაშენკომ სიგალს.

https://youtu.be/3STnTZXU2qY

banner
წინა სტატიაში“კალაშნიკოვი” უახლოეს სნაიპერულ შაშხანას ცდის
შემდეგი სტატიაგერმანელმა ჟურნალისტებმა დეპუტატებს სასამართლოში 70 ათასი ევროს ღირებულების ნივთების ყიდვის გამო უჩივლეს