ლუკაშენკომ პუტინს ღვიძლი ძმა უწოდა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს – ამის შესახებ სააგენტო “ბელტა” ავრცელებს.
“დამშვიდდით, მე ვლადიმირ პუტინთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ბრწყინვალე! და შევარჩევთ დროს და შევხვდებით. თუკი არის რაღაც პრობლემები, მას გადავჭრით. შუამავლების გარეშე ჩვენ ორი გადავჭრით. ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ, არაფერი გვაქვს გასაყოფი” – თქვა ლუკაშენკომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია დადგეს ისეთი სიტუაცია, როცა მათ ერთმანეთს ზურგი უნდა გაუმაგრონ და ისე “მოიგერიონ სროლა”.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო: ერაყელი პრინცი ჩემში 300 ათას დოლარს იხდიდა
შემდეგი სტატიატერორისტ კარლოს შაკალს საფრანგეთში მესამედ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა