ლუკაშენკომ კარტოფილის დიდძალი მოსავალი აიღო (ვიდეო)

ბელორუსული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დროზდის საკუთარ საპრეზიდენტო რეზიდენციის ნაკვეთზე, კარტოფილის დიდძალი მოსავალი აიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ნაკვეთზე, რომელიც 3 ჰექტარს შეადგენს, 105 ტონა კარტოფილი აიღეს. მოსავლის აღებაში თავად ლუკაშენკო მონაწილეობდა, უმცროსი ვაჟ ნიკოლაისთან და მინსკის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად.
როგორც ბელორუსული მედია იუწყება, მოწეული მოსავლის მცირე ნაწილი პრეზიდენტის ოჯახს მოხმარდება, დანარჩენს კი, ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი – ნიკოლაი, ტრადიციისამებრ უპატრონო ბავშთა თავშესაფრებს გადასცემს.

banner
წინა სტატიაშისაშიში იარაღის დამზადებისთვის კომპანია სპონსორებს ეძებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩს უკრაინაში, პრობლემები აქვს?