ლუკა კურტანიძე: როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ

რუსთავი 2-ის საქმე და სიტყვის თავისფულება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. განცხადებების ეტაპზე უმრავლესობის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულეს, თავად საპარლამენტო უმცირესობა კი ქუთაისში სხდომას არ ესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე კოალიციას მიმართავს და განცხადებების გაკეთებისას უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ის ღირებულება, რაც მოვიპოვეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს არის თავისუფლება, როგორც საზოგადოების, ასევე მედიის”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

დავით ლორთქიფანიძემ 8 წლის წინ 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და მაშინდელ ხელისუფლებას მიმართა.

“ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლებს უნდა ახსოვდეთ, ბევრი მათგანი არის უფლებადამცველის მანტიით შემოსილი, ბევრი კი ე.წ. ექსპერტების როლშია შეჭრილი, ქართველ საზოგადოება მათ მოქმედებებს არ აპატიებს”, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ახალი ტელევიზიის დაფუძნებაზე საუბრებს ადასტურებს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი გზა არსებობს