(ვიდეო)ლუკა ფეიქრიშვილი:“ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების აღმოფხვრა, ბლოკირება, ვიდრე მას დასჭირდა”

ორგანიზაცია “ამბრელას” წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის, თქმით, სამთავრობო უწყებაში არ ისურვეს, რომ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები დროულად აღმოფხვრილიყო ინეტრენტსივრციდან.ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების აღმოფხვრა, ბლოკირება, ვიდრე მას დასჭირდა”.

“ნებისმიერ სამთავრობო უწყებაში მომუშავე კომპეტენტური პირი 10-15 წუთში მოახერხებდა ზემოთხსენებული ვიდეოს ბლოკირებას და არ იყო საათები საჭირო, რომ ყოფილიყო ინტერნეტსივრცეში ეს ვიდეოები განთავსებული. მათ არ ისურვეს, რომ ეს ვიდეოები დროულად აღმოფხვრილიყო,” -აცხადებს ლუკა ფეიქრიშვილი.

ახალგაზრდა ხაკერი ლუკა ფეიქრიშვილი ირწმუნება, რომ არსებობს სპეციალური საიტი, სადაც პოლიტიკოსებზე სხვადსხვა ფასად შესაძლებელია პირადი ცხოვრების ვიდეოების შესყიდვა. ამავე საიტზე განთავსებულია 2008 წლის ვიდეოებიც, რომელიც ციხის კადრებით არის ცნობილი.

„ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტულ საიტზე წვდომა. გვაქვს კონრეტული საიტის ლინკი, სადაც მასალების რეალიზაციას ეწევიან. ვფიქრობ, ვიღაცის ხუმრობა ვერ იქნება, რადგან ამ საიტზე ჩვეულებრივი პირი განცხადებას ვერ გააკეთებს. ეს მცოდნის მიერ არის გაკეთებული და აუცილებლად მივაწვდით კიბერდანაშაულის სამსახურს,“ – განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.

https://youtu.be/EOHO000yyKk

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებს ორი თვის განმავლობაში გეგმავდა
შემდეგი სტატიაექსპერტები ბრიუსელის აფეთქებაზე – ეს სპეცსამსახურების ჩავარდნაა