ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გორში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

გორში, 480 დევნილი ოჯახისთვის, რვა ათსართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

განაცხადების მიღება გორში, შმაგის ქუჩა N1-ში, 2017 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გუანტანამოდან არავის განთავისუფლება არ მოხდება
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება