,,ლორთქიფანიძის „პიჯაკი“ უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა”

ჩვენ გვაინტერესებს სასამართლოს დამოკიდებულება, თუ უმრავლესობის დეპუტატის „პიჯაკის“ შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა – ოცი კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგება, ცემა ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა ისჯება – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

“ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა? და საერთოდ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას?”- აღნიშნა დეპუტატმა.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის ვინც კორცხელის ინციდენტში მიიღო მონაწილეობა სხვა შეფასებას იმსახურებს.

“არ მინდა სიტყვა სპორტსმენი ვიხმარო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არინ. სპორტსმენობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა. კაცი, რომელიც ჩავა, თუნდაც ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს ამა თუ იმ პარტიის , მაგრამ ჩავა, როგორც ცოცხალი ძალა, რომ ვინმე სცემოს, ის სულ სხვა შეფასებას იმსახურებს. მე ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.”- განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“მაღალი ალბათობით, დამკვეთი არის კალაძე”, – სერგო რატიანი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს