ლონდონში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა

ათასობით ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში იმ ეკონომიური ზომების გამო, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს.
დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სისტემაში დაფინანსების შემცირებას აპროტესტებდნენ.
ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ეკონომია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელია.
მთავრობამ სოციალური ხარჯები 12 მილიარდი ფუნტით (დაახლოებით 17 მილიარი დოლარი) შეამცირა 2020 წლამდე.
დემონსტარნტების უმეტესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის გადადგომას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიადღეს ბრაზილიის პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გადაწყვეტს