ლონდონში ჩერჩილის და ნელსონის სტატუეტებს რესპირატორები ჩამოაცვეს

ლონდონში ჩერჩილის და ნელსონის სტატუეტებს რესპირატორები ჩამოაცვეს

3 (1)ლონდონში ეკოლოგიური ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტივისტებმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, უინსტონ ჩერჩილის და ადმირალ ჰორაციო ნელსონის სტატუეტებს რესპირატორები ჩამოაცვეს – Evening Standard-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის ნიღბები გაუკეთდა ასევე 15 სხვა მონუმენტს, მათ შორის ოლივერ კრომველს, დედოფალ ვიქტორიას და სხვა.

ამდაგვარად აქტივისტებს უნდოდათ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება გაემახვილებინათ ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე.
“თითოეულ ლონდონელს რომ ნიღაბი ჩამოვაცვათ ეს გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ ახალი მერის პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება” – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
ეკოლოგებმა, რომლებმაც კრომველის სკულპტურას გაუკეთეს დამცავი ნიღაბი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს, დაცული ზონის გაღწევა მოუწიათ, რომლის გამოც ისინი დააკავეს – წერს Evening Standard.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ ახალი ატომური გამოცდის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატია“განვაგრძობთ საქართველოსთან მხარდამხარ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები”