კორპორაცია ბიბისის ლონდონის შტაბ-ბინა ნაწილობრივ ევაკუირებულია საეჭვო მანქანაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ. The Independent წერს, რომ პორტალ პლეისის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
“სრული ევაკუაცია საეჭვო ავტომანქანის გამო განხორციელდა” – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა. ბიბისის გვერდზე აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს ჩინეთის, პოლონეთის და კენიის საელჩოები.
ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება.