ლონდონმა შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით წერილი უკვე მიიღო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერესა მეის ოფისმა დაადასტურა შოტლანდიის პირველი მინისტრისგან ნიკოლა სტერჟენისგან ოფიციალური თხოვნის მიღება, სადაც პირველი მინისტრი შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ნებართვას ითხოვს.
“გთხოვთ, დაიწყოთ წინასწარი მსჯელობა ჩვენს მთავრობებს შორის, რომ 1998 წლის შტლანდიის კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად კანონიერად აღიაროთ რეფერენდუმი, რომლის ჩატარების უფლებასაც ადასტურებს შოტლანდიის პარლამენტი” – ნათქვამია წერილში – წერს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს შოტლანდიის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლობის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩაატაროს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება
შემდეგი სტატიაპენტაგონი ავღანეთში რუსეთის აქტიურობის გამო შეშფოთებულია