ლონდონმა და პარიზმა რუსეთის მიერ ინიცირებულ ბრიფინგზე დასწრებაზე უარი თქვეს

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჰააგაში, 26 აპრილს რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ ბრიფინგზე დასწრებაზე ლონდონმა და პარიზმა უარი თქვეს – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციაში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის პიტერ უილსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღონისძიება, სადაც სირიის დუმას მკვიდრები იყვნენ მოწვეული, იმაზე მოწმობს, რომ იქ ან მის მიმდებარედ, არანაირ ქიმიურ შეტევას ადგილი არ ქონია. “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია” თეატრი არ არის – თქვა ვილსონმა, მან რუსეთის მოქმედება შეაფასა, როგორც ორგანიზაციის მოღვაწეობის ჩაშლის მცდელობა, კერძოდ, კი, ქიმიური შეტევის გამოძიების კომისიის მუშაობის ჩაშლის მცდელობა – “დოიჩე ველე” წერს.
თავის მხრივ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ბრიფინგს “აღმაშფოთებელი მასკარადი” უწოდეს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების მტკიცებით, 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ასადმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიბაქოში ,,ფორმულა-1,,-ს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება
შემდეგი სტატიაპუტინი ერევანში შექმნილ სიტუაციაზე კარაპეტიანს ესაუბრა