ლონდონის თავდასხმაზე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა

ბრიტანეთის პოლიციამ კიდევ “ორი მნიშვნელოვანი დაკავება” განახორციელა ლონდონის ცენტრში თავდასხმასთან დაკავშირებით. ამდაგვარად, საერთო ჯამში, ტერაქტის გამოძიების პროცესში სულ 10 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი ქალი გირაოთი გამოუშვეს. წუხელ გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა – გარდაიცვალა 75 წლის ქალბატონი.

მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ცენტრში თავდასხმა მოაწყო, ბრიტანეთში დაიბადა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მის შესახებ იცოდნენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე წლის წინ ექსტრემიზმის შესახებ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მთავარი ფიგურანტი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი 22 მარტს მოხდა. ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და 30-მდე დაშავდა, მათ შორის, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შსს ექს-დეპუტატის მკვლელის სახელს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაკლინტონის თანამებრძოლმა რუსეთს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ტრამპის დახმარებისთვის