ლონდონის მერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს

“ბიბისის” ცნობით, ლონდონის მერი ბორის ჯონსონი დღეს გამოაცხადებს იმის შესახებ, რომ ის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს. ბრიტანეთის ევროკავშირიში ყოფნის მოწინააღმდეგეთათვის მერის მსგავსი პოზიცია დიდ მხარდაჭერას ნიშნავს.
როგორც მედია იტყობინება, მიზეზები, თუ რატომ თვლის მერი ევროკავშირიდან გასვლას აუცილებლობას, დაიბეჭდება “ტელეგრაფში”. გაზეთის საიტზე მიდის დროის ათვლა გამოცხადებულ 22.00 საათამდე – ეს ის დროა, როცა სტატია უნდა გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა
შემდეგი სტატიაქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს