ლონდონის ახალი მერი – ვინ არის ის

ლონდონის ახალი მერი - ვინ არის ის

meri-londonisვინ არსი ლონდონის მერი, რომელიც მოვავალი 4 წლის მანძილზე ქალაქის ხელმძღვანელი იქნება.
სახელი: სადიკ ხანი.
ასაკი: 45
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული. ყავს ორი ქალიშვილი.
პოლიტიკური პარტია: ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2005 წლიდან სამხრეთ ლონდონში ტუნინგის მხარის პარლამენტის წევრი.
წინა სამსახურები: იურისტი ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ფონდი „ლიბერთის“ თავმჯდომარე.
სადიკ ხანი – პირველი მუსლიმია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში დედაქალაქის მერი გახდა. მისი მშობლები ამუნალი და სახრუნი პაკისტანიდან ბრიტანეთში 1970 წელს გადასახლდნენ, მის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ის მათი 8 შვილიდან მეხუთეა. მისი მამა ავტობუსის მძღოლი იყო, ასევე პროფკავშირის წევრი და როგორც მას ახსოვს, არც თუ ისე ცუდი ხელფასი ჰქონდა. დედა – დიასახლისი იყო, რომელმაც კერვა იცოდა და მისი შემოსავალი ძალიან ცოტა იყო.
ოჯახი პატარა სახლში ცხოვრობდა ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც სადიკი ძმებთან ერთად სკოლაში დადიოდა, ერნესტ ბევინის კოლეჯში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ადგილობრივი ხულიგნების ადგილი. სადიკი 20 წლამდე, სანამ სახლს დატოვებდა, თავის ძმასთან ერთად იყოფდა საწოლს.
სადიკი სკოლაში დაინტერესდა პოლიტიკით და 15 წლის ასაკში ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა. ის ძალიან წარმატებული მოსწავლე იყო, განსაკუთრებით კი ფეხბურთი, კრიკეტი და ბოქსი უყვარდა.
ოჯახში შვილები ისლამის ყოფით იზრდებოდნენ. ის თავს მუსლიმად თვლის და ყოველთვის აღნიშნავდა საკუთარი რწმენის მნიშვნელობას. თავის პირველ გამოსვლაში პარლამენტის წევრობისას, მან გაიხსენა, როგორ ასწავლიდა მამა წინასწარმეტყველი მოჰამედის შესახებ.
სკოლაში ის დანტისტობას აპირებდა, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მათემატიკას და ფიზიკას, თუმცა, მალე პოლიტიკამ დააინტერესა და იურისტის კარიერაზე დაიწყო ფიქრი.
ხანს არა ერთხელ მოუყოლია იმაზე, თუ როგორ ხშირად ესმოდათ მას და მის ძმებს რასისტული კომენტარები მათ შესახებ საფეხბურთო მატჩებზე. მისი თქმით, ფეხბურთის ყურება სახლში უფრო უსაფრთხო იყო. ის „ლივერპულის“ ფანი მხოლოს იმიტომ გახდა, რომ „მაშინ ისინი ბრწყინვალედ თამაშობდნენ“.
ის ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 1994 წელს უკვე იურიდიულ ფირმაში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. მისი სპეციალიზაცია ადამიანის უფლებები იყო.
ამავე დროს ის ოჯახს ქმნის. მეუღლეც იურისტია და დაემთხვა, რომ ისიც მძღოლის შვილი იყო. წყვილს ორი ქალიშვილი ყავს.
სამი წლის შემდეგ სადიკი ფირმის პარტნიორი გახდა და ამავე დროს ტუნინგის მხარის საბჭოშიც აირჩიეს.
2005 წელს სადიკმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ტუნინგის რაიონის პარლამენტში და ხუთიდან ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გახდა.
არჩევიდან 2 თვის შემდეგ მან ყურადღება მიიპყრო თავისი გამოსვლებით 7 ივლისთან დაკავშირებით, როცა ლონდონში მეტროსა და ავტობუსში აფეთქებები მოხდა.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის ადამიანის უფლებების დასაცავად ხშირად გამოდის.
2009 წელს სადიკ ხანი ტრანსპორტის მინისტრი გახდა ლეიბორისტების მთავრობაში და კაბინეტის პირველი მუსლიმი წარმომადგენელი.
ლონდონის მერის კანდიდატად გახდომისას, სადიკმა გათვლა პროფკავშირების მოძრაობებზე გააკეთა, რამაც მას არა ერთი ხმა მოუტანა.
მერობის კანდიდატს არა ერთი მძიმე ეტაპის გადატანა მოუხდა, მათ შორის, მის წინააღმდეგ გაისმა ბრალდება, რომ ის ტერორისტებს ეკონტაქტებოდა და იცავდა კიდეც მათ სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიპროფესორი, რომელიც თვითმფრინავში განტოლებას ხსნიდა, ტერორისტი ეგონათ
შემდეგი სტატიაანტისამთავრობო აქციები ვარშავაში