ლონდონის აეროპორტში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის განგაშია

14808881_661380157355508_1515442150_oსააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ინგლისის დედქალაქ ლონდონის ცენტრთან ყველაზე ახლო მდებარე ,,სიტი აეროპორტის,, ტერიტორია, ამ დრომდე გაურკვეველი წარმოშობისა და შემადგენლობის ქიმიური ნივთიერების ჰაერში გაჟონვის გამო დაცალეს…
თურქული წყაროს ცნობით, უცნობი ქიმიური ნივთიერების ჰაერში მოხვედრის გამო, აეროპორტის ტერიტორიიდან 500-მდე მგზავრი გაარიდეს, რომელთაგან 26-ს სუნთქვის გაუარესების გამო ადგილზე მისულმა სასაწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დახმარება გაუწიეს, ხოლო 2-ს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გარდა აეროპორტში მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც სპეციალური მოწყობილობებით ქიმიური საფრთხის არიდებას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაში(foto) ალა პუგაჩოვას ახალი იმიჯი მოსკოვის მოდის კვირეულზე
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონში – პოლიციის უფროსი დაიღუპა