ლონდონი ლიბიაში მეორე ხომალდს გაუშვებს

ლონდონი ლიბიაში მეორე ხომალდს გაუშვებს

9დიდი ბრიტანეთი შეიარაღებულ კონტრაბანდისტებთან საბრძოლველად ხმელთაშუაზღვაში სამხედრო გემის გაგზავნას აპირებს.
პრემიერმა კემერონმა იაპონიაში G7 სამიტზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ლიბიას დაეხმაროს ადამიანების ვაჭრობასთან ბრძოლასა და კონტრაბანდაში. მიმდნარე ეტაპზე ერთი ბრიტანული გემი HMS Enterprise უკვე მოქმედებს აღნიშნულ რეგიონში.

იმისათვის, რომ ლონდონმა შეძლოს ხომალდის გაგზავნა, ევროკავშირმა სამხედრო-საზღვაო ოპერაცია “სოფიას” მანდატი უნდა გაუგრძელოს, რომელსაც ევროკავშირი რეგიონში ატარებს.
“დიდი შვიდეულის” ბრიტანელმა დელეგატებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან გაეროსგან თანხმობა მიიღონ აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო გემმა უფლება მიიღოს დააკავოს ნავები, რომლებიც იარაღის კონტრაბანდაში იქნებიან შემჩნეული.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს
შემდეგი სტატიაძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა