ლოდონში ანტიკორუფციული სამიტი იწყება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება

ლოდონში ანტიკორუფციული სამიტი იწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება და, 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთდ, დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ბოლოს, ლიდერები კომუნიკეს მიიღებენ, რომელზეც საქართველოს მხრიდან იუსტიციის სამინისტრო მუშაობს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის, პრემიერ დევიდ ქემერონის პატრონაჟით გამართულ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში საქართველოც არის წარმოდგენილი.

„სამიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მუშობა იმ დოკუმენტებზე, რომელიც დღეს იქნება მიღებული. ეს არის დეკლარაციის და 34 პუნქტისგან შემდგარი კომუნიკეს ტექსტი, რომლშიც იქნება ძირითადი აქცენტები გლობალური მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე; როგორ უდნა გავამჟღავნოთ ინფორმაცია კორუფციული პრაქტიკების შესახებ, როგორ უნდა ვებრძოლოთ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებით კორუფციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, სწორად და მკვეთრად დასმული აქცენტებით“,-აღნიშნა ბარამიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მიისტრი გიორგი კვირიკაშვილი დისკუსიის დროს ისაუბრებს საქართველოს გამოცდილებაზეც.

სანდრო ბარამიძის განცხადებით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ლიდერია რეგიონში.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის ლიდერი რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. არაერთი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირველები ვართ რეგიონში და ჩვენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისთვისაც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წარმატებას როცა მივაღწიეთ, ერთ-ერთი მნიშვენლოვანი იყო მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, რადგან ვიზალიბერალიზაციის ცენტრალურ ასპქტს სწორედ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა, საქართველოს აქვს ბევრი მიმართულებით გარკვეული მოდელები შემუშვებული, რომელიც შეუძლია შესთვაზოს დანარჩენ სამყაროს“,-აცხადებს სანდრო ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: შევთხოვთ უფალს, წმინდა მოციქულ ანდრიას მეოხებითა და ლოცვით განამტკიცოს ჩვენი ხალხი
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სამიტის მონაწილეებს დევიდ ქემერონმა სადილზე უმასპინძლა