“ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ სასამართლო დარბაზში იმყოფებით”- მოსამართლემ სადღობელაშვილს უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვისას ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, სასამართლო დარბაზში ლოცვის წარმოთქმის უფლება მიეცა.

„მოსამართლევ, მე მოგმართავთ თხოვნით, მომეცით უფლება, წარმოვთქვათ ლოცვა“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

საპასუხოდ, მოსამართლემ სადღობელაშვილს განუმარტა, რომ სასამართლო დარბაზში ლოცვის წარმოთქმის უფლებას ვერ მისცემდა.

„ბატონო ლადო, ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ უფლებას, თქვათ ლოცვა დარბაზში“, – აღნიშნა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიდროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი : აუცილებლად გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს