რუსული მედია აქვეყნებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების დოკუმენტს, სადაც მინისტრი რუსლან ალხანოვი პოლიციისაგან მოითხოვს პრეზიდენტ რამზან კადიროვის დავალების შესრულებას, რაც თითოეულ პოლიციელს დღეში 8.000-მდე მოკლე ლოცვის ჩატარებას აიძულებს…
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეფონოგრამაში საუბარია წინასწარმეტყველ მუჰამედისადმი აღვლენილ ლოცვაზე (სალავატი) რომელიც კადიროვის ბრძანებისამებრ თითოეულმა პოლიციელმა დღეში იმდენჯერ უნდა წაიკითხოს, რომ 20 ნოემბრიდან 25-27 დეკემბრამდე (წინასწარმეტყველის დაბადების დღემდე) 300.000-ზე ნაკლები არ დაუგროვდეთ. ლოცვების წაკითხვის რაოდენობას, პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელები დაითვლიან და ანგარიშს ყოველკვირეულად ზემდგომებს წარუდგენენ, ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.
კადიროვის დავალების აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულმა პოლიციელმა მინიმუმ 5 წამიანი ლოცვაც რომ ჩაატაროს, მას კადიროვის გეგმის შესასრულებლად, დღეში სულ ცოტა 12 საათი ამ პროცედურებზე დაეხარჯება და დანარჩენ დროს ძილს თუ არა, სამსახურს ნამდვილად ვერ მოახმარს.
www.timer.ge