ლკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო სასმელების რეალიზაციის დროს დააკავა. მისი მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულა დიდი რაოდენობით BELUGA-ს, FINLANDIA-ს, NEMIROFF-ს და სხვა დასახელების უაქციზო არყები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად, ახალი კონკურსი გამოცხადდა
შემდეგი სტატია“საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს” – დედა ანისია ბოლოთაშვილი