ლიტვის სეიმის სპიკერი: “ქართველებს არ უყვართ სიტყვა “გრუზია”მათ ურჩევნიათ “საქართველო”

ლიტვის სეიმის თავმჯომარემ შესთავაზა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლიდან “გრუზიას” ოფიციალურად საქართველო უწოდონ. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Baltnews.

როგორც ვიქტორას პრანცკეტისმა განაცხადა, “ქართველებს არ უყვართ სიტყვა “გრუზია”. მათ ურჩევნიათ “საქართველო”.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარის თქმით, ამის შესახებ მისთვის საქართველოში უთქვამთ როგორც უბრალო მოქალაქეებს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც, ხოლო ლიტვაში – საქართველოს ელჩს ხათუნა სალუქვაძეს. “ეს იქნება საქართველოსთვის მშვენიერი საჩუქარი”, – დასძინა ვიქტორას პრანცკეტისმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული კოლეგიათა თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა