ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო დადებით შეფასებას დაიმსახურებს

მიიღებს თუ არა საქართველო ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას ეს ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით შესაძლოა დოკუმენტი 21-22 დეკემბერს გასაჯაროვდეს. მიზეზად მედიასაშუალებები უკრაინის მიერ შეუსრულებელ ე.წ. საშინაო დავალებაზე საუბრობენ.

„რამდენადაც ვიცი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მეც გავიგე ეს ინფორმაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტექნიკურს უნდა უკავშირდებპოდეს და არა პოლიტიკურს. მალე გაირკვევა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ანგარიში დადებითი იქნება. სხვაგვარად რომ ვიფიქროთ ამის მიზეზი არ არსებობს და დარწმუნებულიც ვარ, რომ დოკუმენტი პოზიტიური იქნება,“- აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

banner
წინა სტატიაშიცნობილი რუსი ოლიგარქის შვილმა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დედა დაახრჩო
შემდეგი სტატიაზუგდიდში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე პარკირებული მანქანები