,,ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას”

ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუს, ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ

ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას, რაც გამოიხატება მუქარებში და ფიზიკურ თავდასხმებში. ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ ბოლო ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით კორცხელში 53-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავას და სხვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, კორცხელში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, წევრებს და დეპუტატებს თავს დაესხა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული მოჭიდავეების, ათლეტების და ქართული ოცნების აქტივისტების ჯგუფი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოახდინოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის დაუყოვნებელი და სამართლიანი გამოძება. მმართველმა კოალიციამ თავი უნდა შეიკავოს ამგვარი უღირსი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებისგან და ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიის ეროზიის საქართველოში მიმდინარე პროცესის შესაჩერებლად.

ჩვენი ღრმა რწმენით ლიტვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრები, არ უნდა იყოს გულგრილი საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნისადმი, თუკი გვინდა რომ საქართველოს ევროპული ამბიციები დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ლიტვის მთავრობას მოახდინოს რეაგირება შემდეგი მტკიცე გზავნილის სახით: ეს უნდა შეჩერდეს! საქართველოს მმართველი კოალიცია უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან კონსტრუქციულ პოლიტიკურ დებატებში და დაამტკიცოს რომ მისი მისწრაფება რეფორმებისაკენ არის გულწრფელი. სხვაგვარად, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს დასჭირდება სერიოზული გადასინჯვა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს სამშობლოში საზეიმო დახვედრას უწყობენ
შემდეგი სტატიაევროპის სახალხო პარტია გმობს თავდასხმას ქართულ ოპოზიციაზე