ლიტვამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის ექსტდარაციაზე უარი უთხრა

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო უარი ეთქვა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ მაისურაძის რუსეთისთვის გადაცემაზე.
“ზურაბ მაისურაძის საქმის მასალების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის საქართველოსადმი შიდა პოლიტიკის გამო არსებული პოლიტიკური მოტივების გათვალისწინებით, რუსეთს უარი ეთქვას სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი მაისურაძის გადაცემაზე” – პროკურატურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ზურაბ მაისურაძის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. 2012 წლის 28 აგვისტოს სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკვდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქები, წარმოშობით ქისტები. დაიღუპა, ასევე, სპეცრაზმის 2 წევრი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიატრამპი: გუანტანამოდან არავის განთავისუფლება არ მოხდება