ლიტვა თხევად გაზს პირდაპირ ამერიკიდან მიიღებს

ლიტვურმა სახელმწიფო კომპანიამ „Lietuvos Duju Tiekimas“ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანია „Cheniere Energy“- თან თხევადი გაზის მიწოდების თაობაზე. სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას თხევადი გაზი პირდაპირ ამერიკიდან უნდა მიეწოდოს. გაზის მიწოდება აშშ-დან ამა წლის აგვისტოდან დაიწყება.ხელმოწერილი დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას და „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გაზის მიწოდება ამერიკიდან პოლონეთში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმოსულის ოპერაცია დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატია30 წელზე მეტი სტაჟის მქონე პენსიონერებს ათას დოლარიანი დანამატი