ლისის ტბაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში უცხოელი სტუდენტებიც იცხოვრებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი სამინისტროს იურიდიულად მომავალ კვირიკაში გადაეცემა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, განიხილება სტუდენტური საცხოვრებლების დაკომპლექტების ორი მიმართულება.

„ერთი არის უცხოელი სტუდენტების საკითხი. მოგეხსენებთ, რომ სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან. ორი მესამედი დაეთმობა ორი კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს, ეს არის სოციალური საჭიროება და წარჩინებული, ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, სტუდენტები იმ პირობით იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში, თუ მათ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ასევე თუ მათ სოციალურად არ აქვთ საშუალება ცხოვრება დააფინანსონ.

„გვინდა, რომ ეს სისტემა მთლიანად სტუდენტების ხელში იყოს. 10 000 განაცხადია შემოსულია და საუბარია 300 ადგილზე, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელი გვჭირდება რეალურად ვიდრე ვთავაზობთ. ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, ვისაც არ აქვს საშუალება საცხოვრისით უზრუნველყოს სახლი, მათ განვათავსებთ. ამას შეხედეთ როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს. ყველა კურსის სტუდენტების განთავსდებიან და არამხოლოდ პირველი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიორფოლოს სასროლეთზე, Agile Spirit 2016-ის ფარგლებში ღია კარის დღე იმართება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა : სკოლის მეთორმეტე კლასის გაუქმება არ განიხილება