ლიპარტელიანი ქევხიშვილზე: ველით ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას, გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ გადადგება

“ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო. ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას”, – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, ნაკრების წევრები არ იმართებიან გარეშე ძალების მიერ და ფედერაციას ერთი საძმაკაცო მართავს, რაც პროტესტის ძირითადი მიზეზია.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება და ემოციური ფონი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში” ჩავთვალოთ, რომ წარსულია – ბესელია ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა იწყება