ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები მალტას აეროპორტში დააკავეს

ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები მალტას აეროპორტში დააკავეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი თავისუფალია.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემისვე ცნობით, არ გამოირიცხება, რომ გამტაცებლები ლიბიის ყოფილი ლიდერის, დიქტატორ მუამარ კადაფის მხარდამჭერები იყვნენ, რადგან, ინციდენტის დასრულებამდე ერთ-ერთი მათგანი ბორტზე კადაფის მმართველობის დროინდელი, მწვანე დროშით შენიშნეს. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი კადაფის მხარდამჭერი პარტიის დაარსებას გეგმავდნენ.

ლიბიაში თვითმფრინავი ორმა პირმა დღეს გაიტაცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიალაინერი იძულებით მალტაში დაფრინდა, ბორტზე 118 ადამიანი იმყოფებოდა. BBC-ის ცნობით, გამტაცებლები თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპუტინის პრესკონფერენციის ტოპ-თემები