ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება.

მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს. როგორც კაკაბაძის ოჯახის წევრები ამბობდნენ, ბრალდება არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობაა.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტთა ნაკრების სრული ფიასკო ევროპის ჩემპიონატზე-ზვიად ზვიადაური პასუხისმგებლობას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს აკისრებს
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებული 4 მეომარი საჩხერეში დაკრძალეს