“ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელი სუს-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

“ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელი სუს-ს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ბერიანიძემ განაცხადა, მათი თემის წარმომადგენელს უშიშროება პირადი ცხოვრების მასალის გასაჯაროებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ იაქტიურებდა და აქციებში მონაწილეობას მიიღებდა.

“ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ის გვატერორებს და ზეწოლას ახდენს. ხელისუფლება საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა. საპატრიარქო არ შეიძლება განსაზღვრავდეს სად შეიძლება შევიკრიბოთ და სად არა. რუსთაველზე შეკრება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი თემი განიცდის ზეწოლას ტერორს და პოლიცია ქმედუუნაროა, მეტიც, პოლიცია გამოხატვის გამო აკავებს ჩვენს აქტივისტებს რაც შემაშფოთებელია”-განაცხადა ბერიანიძემ.

ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მანიფესტიც გაავრცელეს, სადაც მათი უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: უმრავლესობის დატოვება არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გუნდს დავუპირისპირდები
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოსთან ფემინისტების აქცია მიმდინარეობს