ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს ხელი მოეწერა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს. ღონისძიება იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„დღეს ისტორიული დღეა. ისტორიულია იმიტომ, რომ აქ, იმ ადგილზე სადაც ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ჩხენკელმა გეგეგეჭკორმა და სხვებმა გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინ. მათი შთამომავლები ხელს აწერენ საზეიმოდ ლევილის მამულის დაბრუნების წინასწარ აქტს საქართველოსთვის. იცით, რომ ლევილის მამული მაშინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის ფულით შეიძინა, შეინახა, მოუფრთხილდა და შემოგვინახა. დღეს ის უბრუნდება ქართველ ხალხს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებს.

„დღეს პირველი რესპუბლიკის მეთაურთა შთამომავლების მიერ ხელი მოეწერა განძრახულებათა ოქმს და არის ასეთი რეკომენდაცია და ჩვენი ხედვა, რომ მამულის საბოლოო დაბრუნება საქართველოსთვის განხორციელდება მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და მე მინდა, რომ ეს იყოს ძალიან დიდი ინსპირაცია ქართველი ერისათვის ამ მამულის ევროპის შუაგულში 5 ჰექტარის დაბრუნების სახით. შეიქმნას პრეცედენტი უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებისა ღირსებით, სიბრძნით და მშვიდობით,“- აღნიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგლა ოთხოზორია ტაძრიდან გამოასვენეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრი ვერ აკონკრეტებს, გადმოეცემა თუ არა ქართულ მხარეს ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული