ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს სექტემბრის ბოლოს მოეწერება ხელი

სექტემბრის ბოლოს ლევილში ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პარიზში, საქართველოს საელჩოში შედგა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის სხდომა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა.

სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელი ტექნიკური დეტალები.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბერის ბოლო დასახელდა.

ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.

პარიზში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან – საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ასევე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე – დელონე, ხოლო ფრანგული მხრიდან – ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები – ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, კომისიის წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და, ასევე, ლევილის მერი – ერიკ ბრევი.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესი დაამტკიცა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს