ლევან ვასაძე: “რუსთავი 2’’- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა

ლევან ვასაძის განცხადებით ტელევიზიები საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან. ვასაძე ამბობს რომ, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს მასმედია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

“რუსთავი 2’’- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა …’’რუსთავი 2’’, ისევე როგორც ‘’ იმედი ‘’ და ნაწილობრივ “პირველი არხი” სხვა დანარჩენ ე.წ . მეისრტიმ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად , არის საქართველოს დაუძინებელი მტერი ! “რუსთავი 2’’ არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის , ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების , ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში რაც ნიადაგ გვესმის ! ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს , მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლოს ე.წ. უფლებადამცველები უნდა ვაჭყივლოთ და საქართველო ამ ჭინკების ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ ,რომ ფანატიკოსი დიქტატორები ვართ , არამედ იმიტომ ,რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან . მყრალი ლიბერალები , რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ ! ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე ! ყველაზე გარყვნილი , ყველაზე უსინდისო , ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს , მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს ! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა !” – აცხადებს ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ვასაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ეთიკის საბჭო იმსჯელებს გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ
შემდეგი სტატია“თედო კობახიძის შესახებ გამოთქმული ბრალდებები ძალიან გავს იმ კამპანიას, რომელიც ალეკო ელისაშვილმა დაიწყო”