ლევან ვარშალომიძე : პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა დაითხოვა – გიორგი მარგველაშვილის ამ ქმედებას ლევან ვარშალომიძე ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

ვარშალომიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას კონსტიტუციის ჩანაწერი გააცნო.

“პრეზიდენტს აღნიშნული ქმედება შეეძლო გამოეყენებინა: 1. როცა მთავრობის მოქმედებით ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნა და 2. მთავრობა ვერ ახორციელებდა მისთვის მინიჭებული უფლებების შესრულებას. ასე მალულად ადამიანის მოყვანა და დანიშვნა არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება,” – აცხადებს ვარშალომიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ–მინისტრი ხვალ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა
შემდეგი სტატიაესპანეთის პოლიციამ 5 ტონა ჰაშიში ამოიღო