ლევან ვარშალომიძე პოლიტაკაში ბრუნდება

varshalomidzeპირველი ივლისიდან ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. არჩევნებამდე 100 დღით ადრე ის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იქნება.

4-წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკას ის კონკრეტული გეგმით უბრუნდება. ვარშალომიძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.

როგორც ვარშალომიძე “პოსტსკრიპტუმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა – ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.

ლევან ვარშალომიძე ფიქრობს, რომ დღეს რეგიონის მთავარი პრობლემა, ხელისუფლების უსუსურობაა, რადგან ადგილზე ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფულის ჩადება უნდა, პასუხს ვერ ეუბნებიან და პროექტებით ხელში ჩამოსული ინვესტორები უბრალოდ გარბიან. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში რეგიონმა 3 მილიარდის ინვესტიცია, ხალხმა კი 300 მილიონი დაკარგა, რომელსაც უცხოური ინვესტიციებიდან ხელფასის სახით მიიღებდა.

“პოსტსკრიპტუმმა” ინტერვიუ ლევან ვარშალომიძესთან ოდესაში ჩაწერა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის მრჩეველი იყო.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და „ობიექტივიც“ დატოვა
შემდეგი სტატია4 წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პოლიტიკური პროცესები