ლევან ვარშალომიძე: მეორე ტური იქნება იმისა, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ვინ ვართ ჩვენ

ლევან ვარშალომიძემ დღეს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მორიგი ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, 46-ე უბნის კომისიის წევრი თავად ხაზავს ბიულეტენებს და აგდებს საარჩევნო ყუთში.

ლევან ვარშალომიძე ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტიურობისაკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ ყველამ დაიცვას საკუთარი ხმა, რადგან არ მოხდეს მსგავსი ფაქტები.

ლევან ვარშალომიძე კითხვით მიმართავს ხელისუფლებისა და ცენტრალური და უმაღლესი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებს, წარმოდგენილი ვიდეო მასალების შემდეგ, რა ქმედითი ღონისძიებები გაატარეს.

“მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, ამომრჩევლებს ვიყოთ აქტიურები. ჩვენ ჩვენის მხრივ ვიქნებით უფრო აქტიურები, რომ ასეთი უმსგავსობები არ მოხდეს უბნებზე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თითოეული ხმა დავიცვათ. მართლაც მეორე ტური იქნება იმისა, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ვინ ვართ ჩვენ. მიუხედავად პირველ ტურში არსებული მანიპულაციებისა, ჩვენ 2014 წელთან შედარებით, გაცილებით მეტი ხმა ავიღეთ,”- აცხადებს ვარშალომიძე.

banner
წინა სტატიაშიმაია კოპალეიშვილი: ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა წარვადგინე, ჩემი პოზიცია მყარია
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტმა ობამას ისევ “ძაღლიშვილი” უწოდა