ლევან ვარშალომიძე: ხელშეკრულებაში წერია, რომ სოციალური სახლების აშენება 9 ოქტომბერს, გამარჯვების შემდეგ დაიწყება

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. შეხვედრიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მთავარი კითხვა ჰქონდა, თუ საიდან დაფინანსდება სოციალური სახლების პროექტი.

“ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი პროგრამის ნაწილი, მოვიტანეთ ყველა დამადასტურებელი საბუთი, თუ როგორ ვაპირებთ ამ პროექტის დაფინანსებას. ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ მრავალ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციას. კონკრეტული მესიჯი მთავრობისგან ამ დაბარების არის ის, რომ არ უნდა ამ სახლების აშენება. სიმართლე გითხრათ, მე მართლა გამიკვირდა დაბარების მიზეზი. მაგრამ დასკვნებს ყველანი ერთად დაველოდოთ. დარღვევა არსად არ არის. სამართლებრივად, ამ ხელშეკრულებებში, საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს დაიწყება 9 ოქტომბერს, გამარჯვების შემდეგ”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახური დატოვა
შემდეგი სტატიაათობით თურქი მოზარდი სახელმწიფო ღალატის გამო დააკავეს