ლევან სამუშია : “საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა”

“საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა,”- ასე გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატების წევრი ლევან სამუშია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას.

სამუშია ვარაუდობს, რომ თავაძე ვერ იქნება ობიექტური სასამართლოს თავმჯდომარე და ის ამის მიზეზებზეც საუბრობს.

“ბატონი თავაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე სხვა მოსამართლეებთან ერთად რომლებმაც ე.წ. კაბელების საქმე ჩაშალა. საბოლოოდ სასამართლო შედგა და გადაწყვეტილების გამოსატანად არიან გასულები. ბატონი თავაძე ამბობს, რომ იქნება ობიექტური, სკეპტიციზმით ვარ განწყობილი, მაგრამ მოხარული ვიქნები ეს თუ არ გამართლდება და გათავისუფლდება საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების გავლენებისგან. გვახსოვს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების საქმეები განიხილებოდა,”- აცხადებს ლევან სამუშია.

ლევან სამუშია ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. კაბელების საქმეზე. სამუშია ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მან შესავალი სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ პროცესზე კი წინასწარი ინფორმაციით დაცვის მხარე დაიწყებს შესავალი სიტყვის წარმოთქმას.

თავისუფალი დემოკრატების წევრის განცხადებით “თუ სასამართლო 1% მაინც იქნება თავისუფალი პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში მყოფი ხუთივე პირი გათავისუფლდება.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა : საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუცია დღეს უკვე არის კასტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი : განმეორებით არჩევნებზე უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული