ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

rostoტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა 2015 წლის 5 მაისიდან დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ემდემა” აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური ფეისბუქ-პოსტი